среда, 26 февраля 2014 г.
воскресенье, 23 февраля 2014 г.
მეორე დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეორე დღე, სადაც განხილული იქნა I მოდულის 4-5-6 აქტივობები.
დამაინტერესა პუბლიკაციის მომზადებამ პროექტებით სწავლების თემაზე.ვნახეთ ბუკლეტების, კოლაჟის, ახალი ამბების ბიულეტენის, გაზეთების და სხვათა შაბლონები.ტრეინერმა დეტალურად აგვიხსნა თითოეულის შექმნის ინსტრუქცია და გაგვაკეთებინა დამოუკიდებლად პრაქტიკული სამუშაოები, რაც სამომავლოდ დამოუკიდებელ მუშაობას გაგვიადვილებს.აქვე ტრეინერმა მოგვცა ინსტრუქცია, რომ მომავალი მეცადინეობისათვის დავამზადოთ ჩვენთვის სასურველი დიზაინის და ფორმატის ბუკლეტი, გაზათი, ბიულეტენ და ა.შ.
საინტერესო აღმოჩნდა ის აქტივობები, როცა word-ის ფაილში ჩვენ თვითონ შევქმენით ანალოგიური გაზეთის, ბუკლეტის, ბიულეტენის და სხათა მაკეტები.
суббота, 22 февраля 2014 г.
პირველი დღის რეფლექსია
" პროექტებით სწავლება"
დღეს დაიწყო ტრენინგი "პროექტებით სწავლება", რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ სწავლების პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიები.
ტრენინგს უძღვება მასწავლებელთა სახლის ისტ-ის ტრეინერი ქალბატონი შორენა ბადურაშვილი.თითოეული მეცადინეობა მოიცავს 4 ასტრონომიულ საათს და გაგრძელდება 9 დღეს.
ტრეინერმა წარადგინა საკუთარი თავი, ასევე მოხდა მონაწილე მასწავლებლების ურთიერთგაცნობა.
თავდაპირველად ტრეინერმა მიმოიხილა ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და ამოცანები, გვესაუბრა რვავე მოდულის შესახებ.
დეტალურად გავიარეთ პირველი მოდულის 3 აქტივობა.
ტრეინერმა მიმოიხილა პირველი მოდულის "პროექტებით სწავლება" თემა და დაგეგმილი აქტივობები.მოკლე ლექციებს თან სდევდა პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა პორტფოლიოს საქაღალდეს შექმნა, საქაღალდეში სხვადასხვა მასალების(პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს ჩეკლისტი ) შენახვა.გავეცანით რესურსების ჩამონათვალს, პროექტის დაგეგმვის, შეფასების, სხვადასხვა აქტივობების ნიმუშებს, ფაილების გაგზავნას და შენახვას ინტერნეტით, ინდივიდუალურ კომპიუტერულ სცენარებს და სხვა.
ტრენინგის ბოლოს დავრეგისტრირდით ბლოგზე, სადაც ავტვირთეთ დღევანდელი დღის სწავლების შესახებ მოკლე ინფორმაცია.
Подписаться на:
Сообщения (Atom)