суббота, 22 марта 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

     დავასრულეთ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი   INTEL- პროექტებით სწავლება.
 დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. ყოველმა მონაწილემ მოახდინა თავიანთი პროექტების პრეზენტაცია.უპასუხეს დასმულ კითხვებს და მიიღეს მონაწილეების შეფასებები.
    ავტვირთე   ჩემი პროექტი ბლოგზე.
    დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისავის მასწავლებელთა სახლს და ჩვენს ტრეინერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.

суббота, 15 марта 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

ჩემი პროექტის გეგმა.

მოსწავლის ნამუშევარი
 
       ძალიან დატვირთული და სასიამოვნო იყო დღევანდელი ტრენინგი.
დღევანდელი დღე დაეთმო მეშვიდე მოდულს, განვიხილეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. ბლოგზე განვათავსეთ ჩვენი ნამუშევრები ( პროექტის გეგმა და მოსწავლეების ნამუშევარი) და მოგვეცა დავალება, რომ შევაფასოთ და აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს.
      გავაკეთეთ კითხვარი , რომელიც დაკავშირებულია პროექტის საკვლევ საკითხთან და ვისწავლეთ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ იგი.
     საინტერესო და ძალიან სასიამოვნო იყო ბლოგის გაფორმება. ვფიქრობ ეს დამეხმარება მომავალი მუშაობის დროს.
     გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მუშაობა დასასრულს უახლოვდება.
    ერთი ამოუხსნელი რამ ჭირს ისე ჩემს კომპიუტერს,  13  საათზე ვწერ რეფლექსიებს და ხან 22  საათს მიჩვენებს და ხან  23 საათს.
     დაგვრჩა ტრენინგის ერთი დღე, როდესაც ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაციას განვახორციელებთ. ძალიან    მაინტერესებს კოლეგების ნამუშევარის ნახვა და ისიც თუ როგორ შეაფასებენ ისინი ჩემს ნამუშევარს.
ისე ერთი თხოვნა მექნება: ტრენინგზე იმდენი ახალი რამ გავიგეთ, რომ კარგი იქნეოდა თუ ეს რეკომენდაციები ნაბეჭდი  სახით იქნებოდა მოწოდებული, რადგან ასეთი დიდი მასალის დამახსოვრება ასეთ მოკლე დროში და თან ზეპირად ცოთა რთულია.

მეშვიდე დღის რეფლექსია

    ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის ზოგიერთი თემის გახსენებით, რომელიც მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო დღევანდელი მეცადინეობისათვის.
დღეს განვიხილეთ  მეექვსე მოდული: "დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის".
საინტერესო იყო დიფერცირებული მოსწავლეების სწავლება, როგორ უნდა შევადგინოთ განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის კითხვები და როგორ უნდა დავანაწილოთ სამუშაო ჯგუფებს შორის.
      ვიმუშავეთ და გავაკეთეთ რეკომენდაციები მოსწავლეეებისათვის, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მათ პროექტზე მუშაობის დროს, რათა გაუადვილდეთ მათ მუშაობა და მიაღწიონ დასახული მიზანი.
       ვფიქრობ მოცემული მოდული დამეხმარება უკეთ დავგეგმო დიფერენცირებული სწავლება, კარგად გავაანალიზო დიფერენცირებული სწავლის როლი და მიდგომები სწავლა-სწავლების პროცესში.
        დიდი მოლოდინით ვარ განმსჭვალული ხვალინდელი ტრენინგის,  რადგან ხვალ ჩემი პროექტი სრულყოფლ სახეს მიიღებს , აგრეთვე  უნდა განვიხილოთ ისეთი საკითხები როგორიცაა ბლოგის გაფორმება და სხვა.

суббота, 8 марта 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეექვსე დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ამ დღემ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროექტებით სწავლებას.
     დღეს განვიხილეთ  5-ე  მოდული, რომელიც მოიცავდა მოსწავლეთა პროექტების შეფასებებს. შევადგინეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა და უკეთ გავერკვიე ზოგადად შეფასების სისტემაში. აგრეთვე, საინტერესო იყო პროექტის შეფასების რუბრიკაზე მუშაობა. ვნახეთ სხვადასხვა რესურსები და გავეცანით მას, რის შემდეგაც შევადგინეთ პროექტის შეფასების რუბრიკა.
ტრენინგი ყოველი მეცადინეობის შემდეგ უფრო საინტერესო ხდება.

пятница, 7 марта 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

       ტრენინგის მეხუთე დღე დაეთმო 3 და 4 მოდულებს.
       ტრენინგი მოკლე შესავლის შემდეგ დაიწყო იმით, რომ ჩემს მეწყვილესთან ერთად მოვახდინე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.მივიღე რჩევები ქალბატონ ციალა ჩხეიძისგან და მეც გავუზიარე ჩემი მოსაზრებები.
      საინტრესო იყო ისეთი საკითხის შესახებ საუბარი, როგორიცაა საავტორო უფლებები.ამ თემის  გარშემო ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოვიპოვე.შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო და დამუშავებული მასალა განვათავსე  ჩემს პორტფოლიოში.
        საინტერესი იყო აგრეთვე კომენტარების წერის კულტურის გაცნობა და ერთობ სახალისო ტრენინგის მონაწილეთა ნამუშევრებისათვის კომენტარების დაწერა.
       ვიმუშავეთ აგრეთვე  სასწავლო ნიმუშების შექმნაზე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასებაზე,  სასწავლო პროექტის ნიმუშის შეფასების ფორმებზე და სხვა.
      მე  ტრენინგის ამ მოდულმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში ინტერნეტ რესურსები და ზოგადად ინტერნეტი.

четверг, 6 марта 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

   ამ მოდულმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. უკეთ გავერკვიე შეფასების მეთოდების არსში.  განვიხილეთ შეფასების სხვდასხვა ფორმები და ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მეთოდები ჩემი პროექტის განხორციელების დროს. აგრეთვე განვსაზღვრეთ შეფასების პერიოდულობა, რათა შევძლოთ სხვადსხვა შეფასების ფორმების გამოყენება.

მესამე დღის რეფლექსია

        ტრენინგის ეს დღე დაეთმო სასწავლო პროექტის დაგეგმვის მოსამზადებელ სამუშაოს.  კერძოდ ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების მომზადებაზე,თუ როგორ უნდა შევადგინოთ  მიმართულების  კითხვები.გავეცანით  რესურსებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.   განვსაზღვრეთ სასწავლო პროექტის სტანდარტი.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
 # როგორ შეიძლება კონფლიქტის გადაჭრა ორ სახელმწიფოს შორის, როცა იგი სულიერ ღირებულებებს ეხება?


თემატური კითხვები
 #   რა ალტერნატიული გზები შეიძლება გამოინახოს კონფლიქტის გადასაჭრელად?
#   რა განსხვავებაა კონფლიქტის გადაჭრის გზებს შორის 21-ე საუკუნესა და 20-ე საუკუნეს შორის?

შინაარსობრივი კითხვები
 #   რა იცით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ?
  #  როდის და როგორ წარმოიშვა დავა ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის ამ კულტურული ძეგლის გარშემო?
   #  რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს კონფლიქტი თითქოსდა უმტკივნეულოდ?
   #  რას გავაკეთებთ ჩვენ კონფლიქტის მოსაგვარებლად?

воскресенье, 23 февраля 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

                                                            

                                                           

         ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.
         საინტერესოდ წარიმართა ტრენინგის მეორე დღე, სადაც განხილული იქნა  I მოდულის 4-5-6 აქტივობები.
        დამაინტერესა პუბლიკაციის მომზადებამ პროექტებით სწავლების თემაზე.ვნახეთ ბუკლეტების, კოლაჟის, ახალი ამბების ბიულეტენის, გაზეთების და სხვათა შაბლონები.ტრეინერმა დეტალურად აგვიხსნა თითოეულის შექმნის ინსტრუქცია და გაგვაკეთებინა დამოუკიდებლად პრაქტიკული სამუშაოები, რაც სამომავლოდ დამოუკიდებელ მუშაობას გაგვიადვილებს.აქვე ტრეინერმა მოგვცა ინსტრუქცია, რომ მომავალი მეცადინეობისათვის დავამზადოთ ჩვენთვის სასურველი დიზაინის და ფორმატის ბუკლეტი, გაზათი, ბიულეტენ და ა.შ.
       საინტერესო აღმოჩნდა ის აქტივობები, როცა word-ის ფაილში ჩვენ თვითონ შევქმენით ანალოგიური გაზეთის, ბუკლეტის, ბიულეტენის და სხათა მაკეტები.

суббота, 22 февраля 2014 г.

პირველი დღის რეფლექსია


                                                       " პროექტებით სწავლება"

                                                                

         დღეს დაიწყო ტრენინგი "პროექტებით სწავლება", რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ სწავლების პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიები.
     ტრენინგს უძღვება მასწავლებელთა სახლის ისტ-ის ტრეინერი ქალბატონი შორენა ბადურაშვილი.თითოეული მეცადინეობა მოიცავს 4 ასტრონომიულ საათს და გაგრძელდება 9 დღეს.
      ტრეინერმა წარადგინა საკუთარი თავი, ასევე მოხდა მონაწილე მასწავლებლების ურთიერთგაცნობა.
      თავდაპირველად ტრეინერმა მიმოიხილა ინტელის ძირითადი კურსის მიზნები და ამოცანები, გვესაუბრა რვავე მოდულის შესახებ.
       დეტალურად გავიარეთ პირველი მოდულის  3 აქტივობა.
       ტრეინერმა მიმოიხილა პირველი მოდულის "პროექტებით სწავლება" თემა და დაგეგმილი აქტივობები.მოკლე ლექციებს თან სდევდა პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა პორტფოლიოს საქაღალდეს შექმნა, საქაღალდეში სხვადასხვა მასალების(პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს ჩეკლისტი ) შენახვა.გავეცანით  რესურსების  ჩამონათვალს, პროექტის დაგეგმვის, შეფასების, სხვადასხვა აქტივობების ნიმუშებს, ფაილების გაგზავნას და შენახვას ინტერნეტით, ინდივიდუალურ კომპიუტერულ სცენარებს და სხვა.
   ტრენინგის ბოლოს დავრეგისტრირდით ბლოგზე, სადაც ავტვირთეთ დღევანდელი დღის სწავლების შესახებ მოკლე ინფორმაცია.